ნია სამხარაძე ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია. 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში იგი ერასმუს+ მობილობის პროგრამით მყოფებოდა პარტნიორ ფეხტას (გერმანია) უნივერსიტეტში.
ნია სამხარაძის მიერ სემესტრის დასრულებისა და მშობლიურ სასწავლებელში დაბრუნების შემდეგ ნიუუნიში მოვიდა ფეხტას უნივერსიტეტის პროფესორის – ჯეკ დეივიდ კაინდუს წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნია მთელი სემესტრის მანძილზე გამოირჩეოდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი; იგი იყო სააუდიტორიო დისკუსიებში აქტიურად ჩართული, ფლობს ძლიერ ანალიტიკურ უნარებს და დებატების ხელოვნებას. ინგლისური ენის შესანიშნავმა ცოდნამ იგი გახადა კურსის გამორჩეული სტუდენტი ყველა ასპექტში.
კომენტარები