საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებს (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი) მიენიჭა აკრედიტაცია 7 წლის ვადით.

კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებში მყარი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, რაც მათ კონკურენტუნარიანს გახდის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე.

ნიუუნი მუდმივად ზრუნავს საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებაზე და სტუდენტებისთვის თანამედროვე, ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული განათლების შეთავაზებაზე.