2026 წლის 26 თებერვლიდან 1 მარტამდე ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი იმყოფებოდა უკლანის უნივერსიტეტში (ქ. ლარნაკა, კვიპროსი). ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები ბიზნესისა და მენეჯმენტის სკოლის დეკანთანს საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარების საკითხებზე, აკადემიური ხარისხის უზრუნველყოფისა და ერაზმუსის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან Erasmus+ ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის რეალურ პერსპექტივებზე, აგრეთვე, ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის თაობაზე; სტუდენტები გაეცნენ უკლანის უნივესიტეტის ინფრასტრუქტურას, მის საქმიანობას, სტუდენტურ ცხოვრებას. აღსანიშნავია, რომ უკლანის უნივესიტეტში ნიუუნის სრული დაფინანსებით იმყოფებოდნენ 2025-2026 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული პირველკურსელი სტუდენტები.