ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგი სწავლის სფეროების შესაბამისად:

საერთაშორისო ურთიერთობები:
ასოცირებული პროფესორი – 5 საშტატო ერთეული
ასისტენტი – 1 საშტატო ერთეული

ბიზნესის ადმინისტრირება:
ასოცირებული პროფესორი – 3 საშტატო ერთეული

კონკურსის ვადები:
- საკონკურსო საბუთების მიღება: 27.12.2021 – 30.12.2021;
- კონკურსის I ეტაპი – საკონკურსო საბუთების განხილვა – შერჩევა: 10.01.2022 – 12.01.2022;
- კონკურსის I ეტაპის შედეგების გამოცხადება/კონკურსანტებისათვის გაცნობა: 13.01.2022;
- კონკურსის II ეტაპი – საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება – /სილაბუსის პრეზენტაცია; საჯარო ლექციის წაკითხვა; სწავლების და/ან კვლევის კონცეფციის წარდგენა /: 14.01.2022 ;
- კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: 18.01.2022;
- კონკურსის საბოლოო შედეგების საჯაროდ გამოცხადება:არაუგვიანეს 21.01.2022;
- კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება: შედეგების გამოცხადებიდან 3 კვირის ვადაში.
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

პირადობის მოწმობის ასლი;

შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;

უცხოეთში მიღებული განათლების (აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების) აღიარების დოკუმენტი, გაცემული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი, შესაბამის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);

გამოქვეყნებული შრომების სია ბოლო 5 წლის განმავლობაში;

ავტობიოგრაფია CV;

1 ფოტო-სურათი 3X4-ზე;

შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს(ებ)ი;

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა;

აკადემიურ კონკურსში მონაწილეობის სავალდებულო პირობაა გამარჯვების შემთხვევაში ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნისთან აფილირების ხელშეკრულების გაფორმება


საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოება ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ელ- მისამართზე: info@newuni.edu.ge
გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და სწავლის სფეროს სახელწოდება.

კანდიდატებს კონკურსის შედეგები ეცნობება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე
www.newuni.edu.ge

+995 595 45 50 40; +995 32 269 00 70

info@newuni.edu.ge
ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი გისურვებთ წარმატებას!
კომენტარები