ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.

საკონკურსო ვაკანსიები:

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა:

  • პროფესორი – 4 საშტატო ერთეული;
  • ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული;
  • ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული;

ტურზმის საბაკალავრო პროგრამა:

  • პროფესორი – 2 საშტატო ერთეული;

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა:

  • პროფესორი – 2 საშტატო ერთეული;
  • ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული;
  • ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული;

ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა:

  • პროფესორი – 1 საშტატო ერთეული;
  • ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული;
  • ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული;
  • ასისტენტი -1 საშტატო ერთეული;

სოციალური მეცნიერებების მიმართულებით:

  • ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული;

 

პროფესორის თანამდებობაზე 5 (ხუთი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო – პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება;

ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო – პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება;

ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 4 (ოთხი) წლის ვადით;

ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის,საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში კვალიფიკაცია დასტურდება შესაბამის დარგში დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხით, პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით.

კონკურსის ვადები:

  • საკონკურსო საბუთების მიღება: 09.02.2026 – 12.02.2026;
  • კონკურსისI ეტაპი – საკონკურსო საბუთების განხილვა – შერჩევა: 13.02.2026 – 16.02.2026
  • კონკურსისI ეტაპის შედეგების გამოცხადება/კონკურსანტებისათვის გაცნობა: 17.02.2026
  • კონკურსისII ეტაპი – საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/სილაბუსის პრეზენტაცია; საჯარო ლექციის წაკითხვა; სწავლების და/ან კვლევის კონცეფციის წარდგენა (აუცილებლობის შემთხვევაში): 18.02.2026 – 19.02.2026
  • კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძა­ნების გამო­ცემა: 20.02.2026;
  • კონკურსის საბოლოო შედეგების საჯაროდ გამოცხადება: არაუგვიანეს02.2026;
  • კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება: შედეგების გამოცხადებიდან 3 კვირის ვადაში.

კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ)  პირადობის მოწმობის ასლი;
გ)  აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
დ) უცხოეთში მიღებული განათლების (აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების) აღიარების დოკუმენტი, გაცემული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი, შესაბამისი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) გამოქვეყნებული შრომების სია ბოლო 5 წლის განმავლობაში (უპირატესობა მიენიჭება Scopus-ის ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ავტორებს);
ზ) ავტობიოგრაფია CV;
თ) 1 ფოტო-სურათი 3X4-ზე;
ი) შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს(ებ)ი;
კ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.

უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც, გამარჯვების შემთხვევაში ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნისთან აფილირების ხელშეკრულებას გააფორმებს;

საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის საქმისწარმოების სამსახურში. სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე. (მისამართი:  თბილისი,   ჭყონდიდელის N56) ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: info@newuni.edu.ge;