მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში, ევროკავშირის 2025 წლის ERASMUS+ CBHE Capacity Building in Higher Education) კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება“ (ERIC-GE) ფარგლებში, მიმდინარეობს პირველი სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრას ესწრებიან კონსორციუმში ჩართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომდგენლები.
პროექტი მომდევნო ორი წლის განმავლობაში განხორციელდება და მას კოორდინირებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი “ტექინფორმი” გაუწევს.