ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის აფილირებული პროფესორი ავთანდილ ლაფაჩი და აფილირებული ასისტენტი ბაქარ გვაზავა, მობილობის ინსტიტუციური შეთანხმების ფარგლებში, იმყოფებოდნენ რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, ბუქარესტში. ვიზიტის დროს მათ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ERASMUS+-ის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო სწავლების კვირეულში და ტრენინგში.
Read Moreახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის პროგრამის სტუდენტები:
ლუკა ჯიბუტი, გიორგი დალაქიშვილი, გერონტი ონიანია, დავით პაპიაშვილი, გიორგი გეთიაშვილი
ERASMUS+ სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2024-2025 სასწავლო წლის ერთ სემესტრს ნიუუნის პარტნიორ ფეხტას უნივერსიტეტში (გერმანია) სრული დაფინანსებით ისწავლიან.
2025 წლის 14-17 თებერვალს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, პროფესორი ნანა ციხისთავი და სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრის უფროსი ნათია ჩიხიაშვილი საქმიანი ვიზიტით, ნიუუნის სრული დაფინანსებით საუნივერსიტეტო საქმიანობის სიახლეების გასაცნობად და გამოცდილების გაზიარების მიზნით იმყოფებოდნენ სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში.
Read More2024-2025 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული პირველკურსელი სტუდენტები, მიმდინარე წლის 14-17 თებერვალს, იმყოფებოდნენ სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში /საბერძნეთი/, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სრული დაფინანსებით.
Read More„ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი“ აცხადებს საგრანტო-კონკურსს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერის ფარგლებში, სახელმძღვანელოს მომზადების მიზნით.
საგრანტო კონკურსის დეტალები:
საგრანტო ბიუჯეტი: 4,000 ლარი
განაცხადების მიღება: 10-21 თებერვალი, 2025
ცხადდება საბუთების მიღება ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ახალი უმალესი სასწავლებელი – ნიუუნის პარტნიორ ევროკოლეჯში (კუმანოვო, ჩრდილოეთ მაკედონია) აკადემიური პერსონალის მობილობის მიზნით. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის განმახორციელებელ აფილირებულ პერსონალს.
Read More
კომენტარები