მიმდინარე წლის 13 მაისიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე მსმენელთა მიღება.

ოფიცერთა მომზადების კურსზე მიიღებიან უმაღლესი განათლების მქონე და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე) საქართველოს მოქალაქეები (როგორც წვევამდელთა აღრიცხვაზე, ასევე რეზერვში მყოფი პირები) 30 წლის ჩათვლით.

შერჩევის შემდეგ მსურველები ჩაირიცხებიან ოფიცერთა საკანდიდატო კურსზე და მიენიჭებათ რიგითის სამხედრო წოდება. კურსზე სწავლის პერიოდში (დაახლოებით 11 თვე)  მსმენელები მიიღებენ რიგითის ფულად სარგოს 950 ლარის ოდენობით.

კურსზე მისაღები კანდიდატების შერჩევა განხორციელდება შემდეგი კომპონენტების შესაბამისად:

  1. გამოცდა ფიზიკურ მომზადებაში;
  2. ფსიქოლოგიური შერჩევა;
  3. სამედიცინო შემოწმება.

საკანდიდატო კურსის დასრულების შემდეგ კანდიდატები მიიღებენ ოფიცრის პირველად სამხედრო წოდებას – „ლეიტენანტი“ და შეუერთდებიან საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ოფიცერთა შემადგენლობას (დასაქმდებიან მაღალანაზღაურებად სამხედრო სამსახურში), საადაც ექნებათ კარიერული წინსვლის შესაძლებლობა, აგრეთვე ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევის სრული (საოჯახო) პაკეტით და სამხედრო მოსამსახურისთვის განსაზღვრული სხვა მნიშვნელოვანი შეღავათებითა და პრივილეგიებით.

საბუთების მიღება წარმოებს 2021 წლის 10 ივნისის ჩათვლით თავდაცვის სამინისტროს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ იხილოთ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ვებგვერდი: https://eta.edu.ge/ge/page/109/gaxdi msmeneli

Spread the love