Erasmus+ მობილობის ინსტიტუციური შეთანხმების ფარგლებში, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში იმყოფება რუმინულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ბუქარესტი, რუმინეთი)   პროფესორი კატრინელ რაკულა დრიდეა.

შედგა შეხვედრა ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის რექტორთან, პროფ. თამარ გარდაფხაძესთან, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსთან, პროფ. ნანა ციხისთავთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან.

სტუმარი გაეცნო უნივერსიტეტის საქმიანობას, ინფრასტრუქტურას, ბიბლიოთეკას, უნივერსიტეტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტებში ჩართულობის კუთხით. დაიგეგმა  რუმინულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ნიუუნის თანამშრომლობის სამომავლო აქტივობები.

რუმინელი პროფესორი კატრინელ რაკულა დრიდეა 2026 წლის 20 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით  ნიუუნის სტუდენტებისათვის ჩაატარებს ლექციებს ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტში.