2024 წლის 13 ივნისს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნისა და ნიტრას სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტს (სლოვაკეთი) შორის ურთიეთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ნიუუნის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ და მოაწერეს ნიტრას სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კლაუდია ჰალაშოვამ მოაწერეს.
მემორანდუმის საფუძველზე სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ პროექტებში, გაცვლით პროგრამებში, კონფერენციებში, რაც მათ საშუალებას მისცემს ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა, გამოცდილება და აიმაღლონ კვალიფიკაცია.
ზემოაღნიშნულ ურთიერთობას საფუძველი ჩაეყარა ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენზე, რომელიც ნიუ ორლეანში /აშშ/ განათლების საერთაშორისო ასოციაციის (NAFSA) ორგანიზებით გაიმართა და სადაც მონაწილეობდა ახალი უმაღლესი სასწავლებელი- ნიუუნი.