ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – უფასო ინტენსიური ონლაინ სასწავლო კურსები სტუდენტებისთვის 03-09-2021პოლონეთის ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Rzeszów University of Technology – RUT) ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს სთავაზობს უფასო ინტენსიურ ონლაინ სასწავლო კურსებს შემდეგი მიმართულებებით: 1. საწარმოო პროცესების დიგიტალიზაცია (Digitalization of production processes) (სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 26.09.21); 2. კომპიუტერზე ორიენტირებული კვლევის ტექნიკა (Computer aided research techniques) – სამეცნიერო დისციპლინებსა და საწარმოო სექტორს შორის ინტერდისციპლინარული კოლაბორაცია; 3. საწარმოო ფირმების დისტანციური მუშაობა (Distance work of industrial firms) – შესაბამისი მეთოდებისა და საშუალებების გაუმჯობესება. განაცხადების მიღების (რეკრუტირების პროცესი) ორსაფეხურიანია: 1. შესაბამისი ფორმების შევსება ონლაინრეჟიმში; 2. მიმღები უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის შესაბამისი დასკანერებული ასლების გადაგზავნა. სტუდენტს შეუძლია მხოლოდ 1 სასწავლო კურსში მიიღოს მონაწილეობა. განაცხადების მიღება მიმდინარეობს მხოლოდ პირველი ნაკადისათვის, მეორე ნაკადისათვის რეკრუტირების პროცესი 2022 წლის დასაწყისიდან გამოცხადდება. მოცემულ ნაკადში თითოეულ კურსში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა 10 სტუდენტია. ზემოაღნიშნული კურსები შემოთავაზებულია პროექტის ფარგლებში „ციფრული მეწარმეობა: ტრეინინგი სტუდენტებისათვის“ (“Digital industry: trainings for students”), რომელიც მიმდინარეობს SPINAKER NAWA პროგრამის ფარგლებში – ინტენსიური საერთაშორისო კურიკულუმი (Intensive International Curricula – IMPK). კონტაქტი: ელ.ფოსტა: di@prz.edu.pl ტელ.: +48178651282 ინფორმაცია იხილეთ აქ: https://digitalindustry.w.prz.edu.pl/en/training-program

Spread the love