იმიტირებული ეროვნული გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში

იმიტირებული ეროვნული გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება მიმდინარე წლის 28 მაისს, 12:00 საათზე. იმიტირებულ ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულმა პირებმა/აბიტურიენტებმა გამოცდაზე მონაწილეობის მისაღებად 25 მაისის 18 საათამდე გაიარეთ წინასაგამოცდო რეგისტრაცია, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა:

Read More

Spark-Z სტუდენტური პრე-აქსელერაციის პროგრამა

თუ ხარ სტუდენტი, შეჩერდი და 2 წუთი დაუთმე ტექსტის წაკითხვას, Spark-Z-ის პრე აქსელერაციის პროგრამა იწყება.
ბიზნეს აქსელერატორი სპარკი 24 მაისიდან იწყებს პრე აქსელერაციის რიგით მესამე პროგრამას სტუდენტებისთვის, სადაც შესაძლებლობა გექნება შენი სტარტაპ იდეები რეალობად აქციო .

Read More

შეთავაზება ახალი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს

მსოფლიოში ყველაზე დიდი ახლაგაზრდული საერთაშორისო 
ორგანიზაცია AIESEC  (აისეკი) -ის მარკეტინგის დეპარტამენტი ახალი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს სთავაზობს დახმარებას, რათა გაემგზავრონ მსოფლიოს 126 ქვეყანაში 
როგორც მოხალისეობრივი გაცვლითი 
პროგრამებით (6-8 კვირა), ისე  ანაზღაურებადი  სტაჟირების  პროგრამებით (6-78 კვირა).

Read More

საგრანტო კონკურსის შედეგები 2021

„ახალი უმაღლესი სასწავლებლის კვლევითი საქმიანობის ორგანიზების, შეფასების და დაფინანსების წესის“ შესაბამისად, აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერის ფარგლებში, სახელმძღვანელოს მომზადების მიზნით გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

Read More

სამეცნიერო ნაშრომის გაფორმების საერთაშორისო სტანდარტები

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნში ჩატარდა ტრენინგი  თემაზე „სამეცნიერო ნაშრომის გაფორმების საერთაშორისო სტანდარტები“. შეხვედრას ესწრებოდნენ ნიუუნის აკადემიური და მოწვეული პერსონალი. ტრენინგი ჩატარდა სასწავლებლის სამეცნიერო – კვლევითი ცენტრის ინიციატივით.

Read More

ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“, ინტელექტუალური საკუთრებით დაინტერესებულ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ქართულ ენაზე გაიარონ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO)    აკადემიის მიერ შემუშავებული დისტანციური სწავლების „ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი“ (DL-101GE),

Read More

კატარის ავიახაზების უსაფრთხოების ზომები პანდემიის პირობებში

ახალი უმაღლესი სასწავლებლის პერსონალისა და სტუდენტებისათვის, 22 აპრილს 14:00 საათზე გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე “კატარის ავიახაზების უსაფრთხოების ზომები პანდემიის პირობებში”. საჯარო ლექციას გაუძღვება კატარის ავიახაზების წარმომადგენელი საქართველოში “Sales Executive – Georgia” ქ-ნი ეკა კაკაურიძე.

Read More

ოჯახში ძალადობა და მასთან დაკავშირებული საკითხები

2021 წლის 23 აპრილს, 12:00 საათზე ახალი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და პერსონალისათვის გაიმართება შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორთან – მარიამ ურმაშვილთან.

Read More

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

2021 წლის  7 ივნისს სამი უნივერსიტეტის (თბილისის ივ. ჯვახიშვილის  სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი) თანამშრომლობით  ონლაინ გაიმართება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევები და საფრთხეები’’(ისტორია, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, კულტურა და ტურიზმი)

Read More

გამოფენა ,,ფლორენცია მსოფლიოში, მსოფლიო ფლორენციაში“

2021 წლის 26 მარტს საზეიმოდ გაიხსნა რომუალდო დელ ბიანკოს ფონდისა და მოძრაობა ,,ცხოვრება ტურიზმის მიღმა“ მიერ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სპეცილურად ახალი უმაღლესი სასწავლებლისათვის გამოგზავნილი გამოფენა: ,,ფლორენცია მსოფლიოში, მსოფლიო ფლორენციაში“.

Read More