„ახალი უმაღლესი სასწავლებლის კვლევითი საქმიანობის ორგანიზების, შეფასების და დაფინანსების წესის“ შესაბამისად, აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერის ფარგლებში, სახელმძღვანელოს მომზადების მიზნით გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით 2021 წელს შიდა გრანტით დაფინანსდება:
- სახელმძღვანელო „მიკროეკონომიკა“– ავტორი: აფილირებული პროფესორი ლამარა ბერიძე;
- სალექციო კურსი ,,საბანკო საქმე’’ – ავტორი: აფილირებული ასოცირებული პროფესორი გულნარა იმედაშვილი;
- სახელმძღვანელო „რელიგია და კულტურა“ – ავტორი: აფილირებული ასოცირებული პროფესორი თინათინ ზალდასტანიშვილი;
- სახელმძღვანელო „საერთაშორისო სამართლის თანამედროვე მიმოხილვა“- ავტორები: პროფესორი დავით გეფერიძე, აფილირებული ასისტენტი ქეთევან კვიცარიძე.
ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი გილოცავთ საგრანტო კონკურსში გამარჯვებას!
კომენტარები