ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგად, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, აკადემიურ თანამდებობებზე არჩეული პირები:
Read Moreახალი უმაღლესი სასწავლებლის კვლევითი საქმიანობის ორგანიზების, შეფასების და დაფინანსების წესის“ შესაბამისად, აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერის ფარგლებში, სახელმძღვანელოს მომზადების მიზნით გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდა.
Read Moreახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის რექტორი, პროფესორი თამარ გარდაფხაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ნანა ციხისთავი, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი მანანა ნანიტაშვილი და ასოცირებული პროფესორი მიმოზა ტყებუჩავა Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან პარტნიორ რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (ბუქარესტი, რუმინეთი)
Read Moreახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი გიწვევთ სტუდენტთა მეთერთმეტე სამეცნიერო კონფერენციაზე
„ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების აქტუალური პრობლემები“
კონფერენცია გაიმართება 2024 წლის 21 ივნისს 12:00 საათზე.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული;
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი;
კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება კრებულის სახით;
ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი სტუდენტებს სთავაზობს ინგლისური ენის შემსწავლელ ექსპრეს კურსს.
მეცადინეობა დაიწყება ა/წ 22 აპრილს
კურსს წარუძღვება ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ასოცირებული პროფესორი მარინე დონგუზაშვილი .
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრის ინიციატივით ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი სტუდენტებისათვის გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: ,,საქართველო – ღვინის სამშობლო“ საჯარო ლექციას წარუძღვება მოწვეული სპეციალისტი ქ-ნ ინეზა ვაწაძე შეხვედრა გაიმართება: 15 აპრილი, 12:00 საათზე, საკონფერენციო დარბაზში (N204) დასწრება თავისუფალია.
Read Moreახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად. საკონკურსო ვაკანსიები:
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა:
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული;
ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული;
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის საქმისწარმოების სამსახურში.
ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერის ფარგლებში, სახელმძღვანელოს მომზადების მიზნით, აცხადებს საგრანტო კონკურსს.
კონკურსის ვადები:
საგრანტო განაცხადის მიღება: 29/03/2024-12/04/2024
საგრანტო განაცხადის განხილვა/შერჩევა: 15/04/2024-25/04/2024
საგრანტო კონკურსის შედეგების გამოცხადება: 29/04/2024
2024 წლის 11 მარტს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნისა და თურქეთის ნევშეჰირის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პარტნიორი უნივერსიტეტები განახორციელებენ ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს, სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ERASMUS + ფარგლებში.
გამოცხადდა იაპონიის სასტიპენდიო კონკურსი, რომელიც დააანონსა იაპონიის ,,მაცუმაეს საერთაშორისო ფონდმა“.
კონკურსის აუცილებელი პირობაა, მკვლევარი:
ფლობდეს დოქტორის ხარისხს;
ინგლისურ ან იაპონურ ენას;
სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ დაბრუნდეს საკუთარ ქვეყანაში.

კომენტარები