2024 წლის 21 ივნისს გაიმართა სტუდენტთა მე-11 სამეცნიერო კონფერენცია: “ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების აქტუალური პრობლემები”. კონფერენციაზე საინტერესო, აქტუალური მოხსენებებით წარსდგნენ ნიუუნისა და სხვადასხვა ავტორიზებული უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების სტუდენტები.
Read Moreსტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრი ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სტუდენტებს სთავაზობს სტუდენტური დასაქმების ფორუმს
ფორუმში მონაწილეობენ: ბაზისბანკი, საქართველოს ბანკი, ევროპის ახალგაზრდული ორგანიზაცია, შ.პ.ს. Akhali Kselebi-ახალი ქსელები , შპს „ჰოლიდეი ფაქტორი“, Auto Home, გუდვილი.
2024 წლის 13 ივნისს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნისა და ნიტრას სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტს (სლოვაკეთი) შორის ურთიეთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ნიუუნის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ და მოაწერეს ნიტრას სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კლაუდია ჰალაშოვამ მოაწერეს.
Read Moreგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს 19 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდნენ, რომელიც ნიუ ორლეანში განათლების საერთაშორისო ასოციაციის (NAFSA) ორგანიზებით გაიმართა.
Read Moreახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი უმაღლესი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე NAFSA – 2024
მიმდინარე წლის 28-31 მაისს, აშშ-ში, ლუიზიანას შტატის დედაქალაქ ნიუ ორლეანში, მიმდინარეობს განათლების საერთაშორისო გამოფენა NAFSA – 2024.
მსოფლიოში უდიდესი არაკომერციული ორგანიზაცია NAFSA არის განმანათლებელთა საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც ემსახურება საერთაშორისო განათლებას და გაცვლით პროგრამებს მსფლიო მასშტაბით, 170 ქვეყანაში.
ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგად, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, აკადემიურ თანამდებობებზე არჩეული პირები:
Read Moreახალი უმაღლესი სასწავლებლის კვლევითი საქმიანობის ორგანიზების, შეფასების და დაფინანსების წესის“ შესაბამისად, აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერის ფარგლებში, სახელმძღვანელოს მომზადების მიზნით გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდა.
Read Moreახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის რექტორი, პროფესორი თამარ გარდაფხაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ნანა ციხისთავი, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი მანანა ნანიტაშვილი და ასოცირებული პროფესორი მიმოზა ტყებუჩავა Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან პარტნიორ რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (ბუქარესტი, რუმინეთი)
Read Moreახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი გიწვევთ სტუდენტთა მეთერთმეტე სამეცნიერო კონფერენციაზე
„ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების აქტუალური პრობლემები“
კონფერენცია გაიმართება 2024 წლის 21 ივნისს 12:00 საათზე.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული;
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი;
კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება კრებულის სახით;
ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი სტუდენტებს სთავაზობს ინგლისური ენის შემსწავლელ ექსპრეს კურსს.
მეცადინეობა დაიწყება ა/წ 22 აპრილს
კურსს წარუძღვება ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ასოცირებული პროფესორი მარინე დონგუზაშვილი .

კომენტარები