ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალისთვის Erasmus+ Programme-ის ფარგლებში, პარტნიორ უნივერსიტეტში — University of Vechta (გერმანია), “Staff Training Week 2026”.

 კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:

ნიუუნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს.

მობილობის პერიოდი:

08 ივნისი  – 12 ივნისი 2026

ადგილების რაოდენობა:

1 ადგილი

პროგრამის მიზანი:

  • აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება;
  • ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერება.

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აკადემიური პერსონალის სტატუსი ნიუუნიში;
  • ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო კომუნიკაციისთვის;
  • აქტიური ჩართულობა სასწავლო/სამეცნიერო საქმიანობაში.

 წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • პასპორტის ასლი;
  • CV (ინგლისურ ენაზე);
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, მაქსიმუმ 500 სიტყვა).

 შერჩევის კრიტერიუმები:

  • მოტივაციის ხარისხი;
  • კანდიდატის პროფესიული აქტივობა;
  • პროგრამასთან შესაბამისობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

დაფინანსება:

მობილობა ფინანსდება Erasmus+ პროგრამის ფარგლებში და მოიცავს:

  • მგზავრობის ხარჯებს;
  • ყოველდღიურ დაფინანსებას (daily allowance).

განაცხადის წარდგენა:

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ ელ-ფოსტაზე:
info@newuni.edu.ge

n.tsikhistavi@newuni.edu.ge

სათაურის ველში მიუთითეთ: Erasmus+ Staff Mobility

 მნიშვნელოვანი თარიღები:

  • 20 აპრილი – 27 აპრილი, 2026 – განაცხადების მიღება
  • 29 აპრილი, 2026 | 12:00 სთ. – გასაუბრება (აუდიტორია 301)

დამატებითი შენიშვნა:

შერჩეული კანდიდატი ვალდებულია მობილობის დასრულების შემდეგ წარმოადგინოს მოკლე ანგარიში და გააზიაროს მიღებული გამოცდილება ნიუუნიში.