2018 წლის 22 ივნისს ახალ უმაღლეს სასწავლებელში გაიმართება მეხუთე სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია.
ახალი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა
სამეცნიერო კონფერენციიის ორგანიზების წესი
- სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას ორგანიზებას უკეთებს სასწავლებლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და სტუდენტთა თვითმმართველობა;
- სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ტარდება სასწავლებლის საკონფერენციო დარბაზში.
- სასწავლებლის რექტორი სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან, სტუდენტთა თვითმმართველობასთან და ფაკულტეტის დეკანთან ერთად, ქმნის საკონფერენციო კომისიის შემადგენლობას და უზრუნველყოფს კონფერენციის ჩატარებას სექციების მიხედვით.
- ფაკულტეტის დეკანატი კონფერენციის საფაკულტეტო სამუშაო პროგრამას (ფორმატი – A4, შრიფტი-Sie, შრიფტის ზომა – 10) და მონაწილე სტუდენტთა სიას წარადგენს სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში/სტუდენტთა თვითმმართველობაში 2018 წლის 31 მაისამდე. კონფერენციის საფაკულტეტო სამუშაო პროგრამა წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ვერსიით conference@newuni.edu.ge და შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
- ა) სასწავლებლის/ფაკულტეტის დასახელება;
- ბ) სექციების/მიმართულების დასახელება;
- გ) კომისიის/ სექციის შემადგენლობა წევრების აკადემიური თანამდებობის მითითებით;
- დ) კონფერენციის სამუშაო გეგმა (თარიღი, მუშაობის დაწყება-დამთავრების დრო, აუდიტ.);
- ე) მომხსენებლის გვარი და სახელი სრულად;
- ვ) მოხსენების სრული დასახელება;
- ზ) სტუდენტის მეცნიერ-ხელმძღვანელის გვარი და სახელი სრულად, აკადემიური თანამდებობა ან სამეცნიერო ხარისხი.
- სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის უფლება აქვთ ახალი უმაღლესი სასწავლებლის და სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებსაც;
- კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად დაიშვება სტუდენტი, რომლის საკონფერენციო ნაშრომს აქვს სასწავლებლის შესაბამისი აკადემიური პერსონალის (მეცნიერ ხელმძღვანელის) დადებითი რეკომენდაცია.
- ფაკულტეტის საკონფერენციო კომისია შეიმუშავებს სამეცნიერო მოხსენების შეფასების კრიტერიუმებს; ქულობრივი მაჩვენებლებით, რომელიც კონფერენციის დაწყებამდე ეცნობება მონაწილეებს.
- სამეცნიერო კონფერენციაზე სტუდენტის გამოსვლას აფასებს კომისიის თითოეული წევრი სათანადო უწყისში კრიტერიუმების მიხედვით.
- კონფერენციის დასრულებისას კომისია აცხადებს შედეგებს და გამარჯვებულებს.
- კომისიის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული სტუდენტების შედეგები დეკანატმა უნდა წარადგინოს სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში/სტუდენტთა თვითმმართველობაში;
- კონფერენციაში გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოვება მოხდება სასწავლებლის მიერ დაწესებული დიპლომებით დაკავებული I, II, III ადგილების შესაბამისად.
- კონფერენციაში გამარჯვებულ მონაწილეთა ნაშრომები დაიბეჭდება ახალი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა სამეცნიერო შრომების კრებულში.
კომენტარები