ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში XIII საუნივერსიტეტთაშორისო სტუდენტური კონფერენცია იმართება. ღონისძიება, რომელიც ტრადიციულ ხასიათს ატარებს, აერთიანებს სხვადასხვა წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებსა და მკვლევრებს.
კონფერენცია ოფიციალურად გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ნიუუნის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ, სამეცნიერო-კვლევითი სამსახურის უფროსმა, პროფესორმა გულნარა იმედაშვილმა და ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ივანე სეხნიაშვილმა.
ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის Erasmus+ Programme-ის ფარგლებში, პარტნიორ უნივერსიტეტში — Vechta University (გერმანია, ფეხტა).
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:
ნიუუნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა
ფაკულტეტის სტუდენტები (სწავლების III სემესტრიდან)
ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის აკადემიური პერსონალი 8 ივნისიდან 12 ივნისამდე მონაწილეობს Erasmus+ ფარგლებში ორგანიზებულ Staff Week-ის ღონისძებებში /University of Vechta, გერმანია/.
კვირეულის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა „ინტერნაციონალიზაცია ფეხტას უნივერსიტეტში: ძირითადი გამოწვევები უმაღლესი განათლების ცვალებად გარემოში“.

კომენტარები