2026 წლის 28 და 29 სექტემბერს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში გაიმართა სამუშაო შეხვედრა: „მეცნიერებათმზომელობის მოდულის ინტეგრაცია ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამებში: ინსტიტუციური ხედვა, კვლევითი შესაძლებლობების განვითარება და სამომავლო პერსპექტივები“.
ღონისძიება განხორციელდა ERIC-GE პროექტის ფარგლებში და მისი მიზნია სასწავლებლის კვლევითი შესაძლებლობებისა და საქმიანობის გაძლიერება, მეცნიერებათმზომელობის მიმართულების დანერგვა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის აკადემიური და ადმინისტრაციული, მ.შ. კვლევით საქმიანობაში ჩართული პერსონალი, ბიბლიოთეკის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
ღონისძიება გახსნა ახალ უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ და ERIC-GE გუნდის უფროსმა მკვლევარმა/კონსულტანტმა, პროფესორმა ნანა ციხისთავმა.
პროფესორმა ნათია გოგოლაურმა მონაწილეებს გააცნო:
- ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის განვითარების ხედვა;
- ERIC-GE პროექტის მიზნები, მიმდინარე აქტივობები და პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება;
- ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის კვლევითი პრიორიტეტები, ინტერდისციპლინური კვლევები, კერძოდ, ნიუუნიში მოქმედი აკრედიტებული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სინერგიით განსაზღვრულ კვლევით მიმართულებები, საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში პრიორიტეტული საკვლევი თემები და კვლევითი საქმიანობის განვითარების გეგმით განსაზღვრული აქტივობები;
- საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „დიპლომატია და სამართალი“ სიახლეები;
- სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში პუბლიკაციების გამოქვეყნების ხელშეწყობისა და დაფინანსების მექანიზმები, შიდა საგრანტო კონკურსები, ტრენინგები და სამაგისტრო პროგრამების დანერგვის პერსპექტივები;
- მეცნიერებათმზომელობის კომპონენტების ინტეგრირების შესაძლებლობები ნიუუნიში მოქმედ საბაკალავრო პროგრამებში.
პროფესორმა სოფიო მორალიშვილმა წარმოადგინა:
- პრეზენტაცია თემაზე: „კვლევა, როგორც უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული საფუძველი: ევროპული პრაქტიკა და ინსტიტუციური პერსპექტივები“;
- აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის მიზნობრივი ტრენინგების შეთავზება-განხორციელების საკითხები;
- მეცნიერებათმზომელობის მიმართულებით დაგეგმილი ტრენინგების ძირითადი თემები;
- მეცნიერებათმზომელობის თემატიკაზე ინტენსიური სასწავლო მოდულების შემუშავების პროცესის მიმდინარეობა.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია კვლევაზე დაფუძნებული სწავლების, მაღალი ხარისხის სამეცნიერო საქმიანობის, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის, კვლევითი კულტურის განვითარების, კვლევის მხარდაჭერისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ერთობლივი კვლევითი პროექტების განახორციელების მნიშვნელობა თანამედროვე უნივერსიტეტში, აგრეთვე, მეცნიერებათმზომელობის თემატიკაზე სასწავლო კურსებისა თუ მოდულების ფარგლებში.
შეხვედრის დასასრულს, მონაწილეთა აქტიური ჩართულობით, შეჯამდა ძირითადი მიგნებები და განისაზღვრა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები.
ღონისძიება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის მისიისა და მიზნების განხორციელების პროცესში — განვითარდეს კვლევითი საქმიანობა, სტუდენტებს განუვითარდეს კვლევითი უნარ-ჩვევები, მოხდეს ინტეგრაცია ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში კვლევის ხარისხის გაუმჯობესებით, აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებით, შესაძლებლობების რეალიზების ხელშეწყობითა და აქტიური კვლევითი საქმიანობით.


კომენტარები