სპეციალურად ახალი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთათვის ჩვენი პარტნიორი დაწესებულება – დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ გთავაზობთ თქვენზე მორგებულ სამუშაო პოზიციას და სამუშაო გრაფიკს.

ვაკანსიის აღწერილობა:
ვაკანსია: საცალო გაყიდვების აგენტი
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
შრომის ანაზღაურება: ხელფასი + გაყიდვებიდან მიღებული ბონუსები
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (სტუდენტებისთვის სწავლასთან შეთავსებით)
თუ გსურთ:
** დაეუფლოთ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიას;
** გამოიმუშავოთ ის აუცილებელი უნარები, რომლებიც კარიერულ ზრდაში ყოველთვის დაგეხმარება;
** გსიამოვნებთ სხვადასხვა ტიპის ადამიანების გაცნობა და მათთან ურთიერთობა;
** შეგიძლიათ სხარტი აზროვნება, მოსმენა და აზრის დასაბუთებულად გადმოცემა;
** ხართ შედეგებზე ორიენტირებული, კომუნიკაბელური, მოქნილი, გამბედავი და აქტიური;
** მაშინ ეს სამუშაო პოზიცია სწორედ თქვენთვისაა! – რაც მთავარია, 6 თვიანი
წარმატებული მუშაობის შემთხვევაში, ავტომატურად დაწინაურდები ირაოს კარიერული კიბის მომდევნო საფეხურზე. ეს კი, კიდევ უფრო მეტ შემოსავალს, ახალ გამოწვევებს და სტაბილურობასაც ნიშნავს.

აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად საჭიროა:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება (შესაძლებელია სტუდენტიც).
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის შესაძლებლობა;
** სასურველია, გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია, სადაზღვევო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის ცოდნა;
** სასურველია, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

ჩვენთან, საცალო გაყიდვების აგენტი შემდეგ ფუნქცია-მოვალეობებს შეასრულებს:

** კომპანიის სადაზღვევო პროდუქტების შესწავლა;
** სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების ანალიზი;
** განსაზღვრულ ვადაში გაყიდვების გეგმის შესრულება;
** ახალი კლიენტების დამოუკიდებლად მოძიება და კონტაქტის დამყარება- შენარჩუნება;
** პოტენციური კლიენტებისთვის სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: maia.siradze@irao.ge მაია სირაძე საცალო გაყიდვების ჯგუფის კოორდინატორი დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო ვენის სადაზღვევო ჯგუფი საქართველო, თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15
მობ.: 551 61 33 32
ტელ.: 2 949 949