სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი მართავს დასაქმების კვირეულს.
დასაქმების კვირეულის ფარგლებში ნიუუნის პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები/წარმომადგენლები ნიუუნის სტუდენტებთან გამართავენ ონლაინ შეხვედრებს, მასტერკლასებს, პრეზენტაციებს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, რაც მათ გაუადვილებს დასაქმებას. ამასთან, სტუდენტებს გააცნობენ ვაკანსიებსა და სტაჟირების პროგრამებს.
დასაქმების კვირეული ჩატარდება ონლაინ პლატფორმა Zoom – ის მეშვეობით.
დასაქმების ფორუმში მონაწილეობისა და დასაქმების კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ინფორმაციის მეილზე მისაღებად 15.11.2021-ის 12 საათამდე დარეგისტრირდით და ჩვენ დაგიკავშირდებით.
• სარეგისტრაციო ფორმა (იხილეთ ბმული):
https://docs.google.com/…/1FAIpQLScKTQYJ1d9…/viewform…
საკონტაქტო პირი:
ნიუუნის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ჩიხიაშვილი
ტელ. 597 90 65 97
ელ.ფოსტა: n.chikhiashvili@newuni.edu.ge