ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში შპს ალტე უნივერსიტეტის სტუდენტთათვის რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა.
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ რიგგარეშე მობილობით გზით, საფეხურებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ან საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის, აგრეთვე სწავლის საფასურის შესახებ სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის წარდგენის ვადა – 2023 წლის 12 ივლისიდან – 2023 წლის 14 ივლისის ჩათვლით.
- სასწავლებელში/ნიუუნიში მობილობის მსურველ პირთა წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა 2023 წლის 24 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით.
- სასწავლებლის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება და სტუდენტებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა – 2023 წლის 25 ივლისიდან – 6 აგვისტოს ჩათვლით.
- რიგგარეშე მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარდგენის ვადა – 2023 წლის 2 აგვისტოდან – 2023 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით.
- ხელშეკრულების გაფორმება და სტუდენტების რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ რექტორის ბრძანების გამოცემის ვადა განისაზღვროს არაუგვიანეს 2023 წლის 17 აგვისტოსი.
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):
ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის – პასპორტის ასლი (დედანის წარმოდგენით);
დ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა);
ვ) 2 ფოტოსურათი 3X4-ზე და ელექტრონული ვერსია (CD-ზე);
ზ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
თ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ი) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
კომენტარები