გამოცხადდა სლოვაკეთის 2024-2025 სასწავლო წლის სასტიპენდიო კონკურსი.

სასტიპენდიო კონკურსში განცხადების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, დოქტორანტებს, ასევე უნივერსიტეტის ლექტორებს და მკვლევრებს. სტუდენტებს და დოქტორანტებს შესაძლებლობა აქვთ, ასევე, განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსებაზე.

განაცხადები ივსება ვებ-გვერდზე: www.scholarships.sk

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 აპრილის 16.00 საათი, ცენტრალური ევროპის დროით.

გისურვებთ წარმატებას!