2023 წლის 19 ივლისს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნისა და კავადოს (პორტუგალია) პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მხარეებს შორის აკადემიურ და სამეცნიერო თანამშრომლობას – სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლას, ერთობლივ კვლევასა და საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებას, სამეცნიერო და ტექნიკური მასალების გაცვლასა და განვითარებას, ერთობლივი კონფერენციების გამართვას, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, სამუშაო შეხვედრებს, მოკლევადიან კურსებს, ერთობლივ კვლებით პროექტებს.
ურთიერთობებს საფუძველი ჩაეყარა მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართულ ერასმუს+-ის სამხრეთ ევროპის რეგიონულ კონფერენციაზე.