ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერის ფარგლებში, სახელმძღვანელოს მომზადების მიზნით, აცხადებს საგრანტო კონკურსს.
კონკურსის ვადები:
✔საგრანტო განაცხადის მიღება: 29/03/2024-12/04/2024
✔საგრანტო განაცხადის განხილვა/შერჩევა: 15/04/2024-25/04/2024
✔საგრანტო კონკურსის შედეგების გამოცხადება: 29/04/2024
🖊საგრანტო კონკურსი ჩატარდება „ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის”კვლევითი საქმიანობის ორგანიზების, შეფასების და დაფინანსების წესის“ შესაბამისად (იხ.ბმული)
✔საგრანტო განაცხადების მიიღება იწარმოებს ახალი უმაღლესი სასწავლებლი ნიუუნის საქმისწარმოების სამსახურში. სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე. (მისამართი: თბილისი, გიორგი ჭყონდიდელის № 56) ან განაცხადის ელექტრონული ვერსია მიიღება მისამართზე: info@newuni.edu.ge;
✔სათაურის ველში მიეთითება: “საგრანტო კონკურსი 2024”
საგრანტო კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება სასწავლებლის ვებ-გვერდზე.
კოორდინატორი: დავით გეფერიძე – პროფესორი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი.
Tel.: +995 963 679
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გისურვებთ წარმატებას!