თურქეთის რესპუბლიკის საელჩო ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის პროფესორებს და ახალგაზრდა მკვლევრებს  სთავაზობს TUBITAK -ის საგრანტო პროგრამებს:

  1. საერთაშორისო სტიპენდია გამოჩენილი მკვლევრებისათვის;
  2. საერთაშორისო სტიპენდია ახალგაზრდა მკვლევრებისათვის.

შერჩეული მკვლევრები უზრუნველყოფილი იქნებიან სტიპენდიით, სამოგზაურო ხარჯებით, დაზღვევით და დღიური ხარჯით. პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 24 – 36 თვეს.

დაინტერესებული პირების განაცხადების მიღება 2024 წლის 30 აპრილამდე; იხილეთ ბმული: https://tybs.tubitak.gov.tr/

გისურვებთ წარმატებას!