2024-2025 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული პირველკურსელი სტუდენტები, მიმდინარე წლის 14-17 თებერვალს, იმყოფებოდნენ სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში /საბერძნეთი/, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სრული დაფინანსებით.
ნიუუნის სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები მიიღო არისტოტელეს უნივერსიტეტის პროფესორმა, პანაიოტის გლავინისმა, რომელმაც ჩაატარა ლექცია ევროკავშირის თანამედროვე პოლიტიკის სამართლებრივ ასპექტებზე, ყურადღება გაამახვილა ეკონომიურ, სამართლებრივ და სოციალურ საკითხებზე; ევროკავშირში გაწევრიანების გამოწვევებზე და რეგულაციებზე, საბერძნეთის გამოცდილებაზე დღიდან ევროკავშირში გაწევრიანებისა და ევროს შემოღებაზე, უკრაინის ომზე და საქართველოს პერსპექტივებზე. ლექცია საინტერესოდ წარიმართა, იყო შეკითხვები აუდიტორიის მხრიდან. პროფესორმა გლავინისმა გამოთქვა ნიუუნისთან შემდგომი ურთიერთობების გაღრმავების სურვილი.
კომენტარები