ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის Erasmus+ Programme-ის ფარგლებში, პარტნიორ უნივერსიტეტში — Vechta University (გერმანია, ფეხტა).
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:
ნიუუნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა
ფაკულტეტის სტუდენტები (სწავლების III სემესტრიდან)
ადგილების რაოდენობა:
3 – გერმანულენოვანი
1 – ინგლისურენოვანი
პროგრამის მიზანი:
სტუდენტებისათვის განვითარების ხელშეწყობა;
საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება;
ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სტუდენტის აქტიური სტატუსი ნიუუნიში;
გერმანული/ინგლისური ენის ცოდნა;
წარმოსადგენი დოკუმენტები:
პასპორტის ასლი;
CV (ინგლისურ ენაზე);
სასწავლო ბარათი;
ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის
არსებობის შემთხვევაში);
სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, მაქსიმუმ 500 სიტყვა).
კურსების სია, რომელთა გავლაც გსურთ (იხილეთ წინა
ზამთრის სემესტრის კურსების კატალოგი: https://studip.uni-
vechta.de/dispatch.php/search/courses?type=semtree)
მიღების
განაცხადი: https://www.univechta.de/fileadmin/user_upload/Internationa
l_Office/02_Wege_an_die_Uni/Austauschstudium/Zulassungsantrag_UVechta_P
rogrammstudierende-Stand2026.pdf
დაფინანსება:
სტიპენდიები გაიცემა გაცვლითი სემესტრის განმავლობაში 2026/2027 წლების ზამთრის სემესტრის განმავლობაში (ხანგრძლივობა 2026 წლის 1 ოქტომბერი – 2027 წლის 31 მარტი) გერმანიაში, ვეხტას უნივერსიტეტში. სტიპენდიები გაიცემა ლექციების პერიოდის დასრულებამდე, 2027 წლის 30 იანვრამდე. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ უნივერსიტეტის ვებგვერდზე: http://www.uni-vechta.de ERASMUS+ პროგრამაში მონაწილე სტუდენტები თავისუფლდებიან სწავლის საფასურისგან მიმღებ Vechta University- ში.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა მიმდინარე წლის 15 ივნისი.


კომენტარები