ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის აკადემიური პერსონალი 8 ივნისიდან 12 ივნისამდე მონაწილეობს Erasmus+ ფარგლებში ორგანიზებულ Staff Week-ის ღონისძებებში /University of Vechta, გერმანია/.
კვირეულის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა „ინტერნაციონალიზაცია ფეხტას უნივერსიტეტში: ძირითადი გამოწვევები უმაღლესი განათლების ცვალებად გარემოში“ (Internationalisation at the University of Vechta: Key Challenges in a Changing Higher Education Landscape).
Staff Week-ის მონაწილეები ესწრებიან უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის თანამედროვე გამოწვევებისა და შესაძლებლობისადმი მიძღვნილ თემატურ სესიებსა და სამუშაო შეხვედრებს.
კვირეულის პროგრამა მოიცავს University of Vechta-ს კამპუსის დათვალიერებას, ქალაქის გაცნობით ტურს, პარტნიორებთან პროფესიული გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართულ შეხვედრებს.