სტიპენდიები, სწავლა საზღვარგარეთ

მიმდინარე წლის 30 აპრილს (შაბათ დღეს), 12:00 სთ-დან – 16:00 სთ-მდე, იმართება განათლების საერთაშორისო ონლაინ გამოფენა.

ყველას ვინც დაინტერესებული ხართ საზღვარგარეთ სწავლით და სტიპენდიებით, გეძლევათ უნიკალური შანსი პირისპირ გაესაუბროთ სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება:

  • სტიპენდიები
  • კვლევითი გრანტები
  • საზაფხულო სკოლები
  • პროფესიული სწავლება
  • საბაკალავრო პროგრამები
  • სამაგისტრო პროგრამები
  • სადოქტორო პროგრამები
  • მოკლევადიანი და გრძელვადინი პროგრამები

განათლების საერთაშორისო გამოფენაზე დასწრება უფასოა!

გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://bit.ly/3twMKIb
დარეგისტრირების შემთხვევაში გამოფენის წინა დღეს მიიღებთ გამოფენაზე დასასწრებ ზუმის აპლიკაციის ლინკს, რომლის საშუალებით შეძლებთ უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გასაუბრებას.