პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველას, როგორც ახალი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს, ასევე  კურსდამთავრებულებს, რომელთაც სურს სწავლასთან ერთად გაიაროს სამუშაო პრაქტიკა (50% მეცნიერება + 50% მუშაობა) გერმანულენოვან გარემოში (ქვეყნები, სადაც შესაძლებელია პრაქტიკის გავლა: გერმანია, ავსტრია, შვეიცარია). პროგრამის დასრულების შემდეგ კანდიდატი არა მარტო მზადაა შრომის ბაზარზე გასასვლელად, არამედ ის უკვე მისი წევრია. კანდიდატები სწავლობენ პოლონეთში, ვარშავის ლინგვისტიკის კოლეჯში პირველი 4 თვის განმავლობაში, შეისწავლიან გერმანულ ენას, ხოლო მომდევნო 4 თვეს გაატარებენ გერმანიაში და მიიღებენ სამუშაო გამოცდილებას გერმანულეოვანი ქვეყნების სხვადასხვა კომპანიებში. შესაძლებელია, დამსაქმებელთან შეთანხმების საფუძველზე, არდადეგების თვეების განმავლობაში პროგრამაში ჩართულმა პირმა გააგრძელოს სამუშაო პრაქტიკის პერიოდი.

ღირებულება:

პოლონეთი

აკადემიური წელი – 720 ევრო

საცხოვრებელი პოლონეთში – 80 ევრო თვეში

საცხოვრებელი ხარჯი (საკვები) – 100 ევრო თვეში (დამოკიდებულია ადამიანზე)

სრული თანხა 8 თვის განმავლობაში – 1440 ევრო (დასაფარი სტუდენტის მიერ)

გერმანია

სასტუმრო გერმანიაში – დაფინანსებულია.

საცხოვრებელი ხარჯები (საკვები) – დაფინანსებულია.

სემესტრის განმავლობაში სტუდენტები მიიღებენ სტიპენდიას  – 400 ევროს თვეში. ეს ჯამში, შეადგენს 1600 ევროს.

 

 

 

დაინტერესების შემთხვევაში, მიმართეთ ახალი უმაღლესი სასწავლებლის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.

ელ.ფოსტა – International@newuni.edu.ge

ტელ: 551 222 535 / 592 57 09 93 – თამთა ხუციშვილი-ბერუაშვილი