HR hub–ის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის მხარდაჭერით, 3 ივნისს, ვაკის პარკში, 17:00სთ-დან 20:00სთ–ის ჩათვლით დასაქმების და განათლების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება.
ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 75-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით. კომპანიები იხილეთ აქ: dasakmebis-festivalis-kompaniebi/.
ფესტივალში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების ნახვა წინასწარ შეგიძლიათ, www.sfero.ge -ზე.
შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო კომპანია, ვაკანსია და მოდით ვაკის პარკში. ეს არის შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.
თუ სამსახურს ეძებთ და დაიღალეთ სივების გაგზავნით, შესაძლებლობა გაქვთ HR პროფესიონალებს ადგილზე შეხვდეთ, გაესაუბროთ და განაცხადი გააკეთოთ 200-ზე მეტ ვაკანსიაზე. ასევე დასვათ კითხვები და მიიღოთ პასუხები.
კომენტარები