ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის დელეგაცია – სტუდენტები და პერსონალი, რექტორის, პროფესორ თამარ გარდაფხაძის ხელმძღვანელობით, – იმყოფება ფლორენციაში /იტალია/, საერთაშორისო ფესტივალზე „მსოფლიო ფლორენციაში“ /16-18 ნოემბერი/.   ფესტივალზე ნიუუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, აფილირებულმა პროფესორმა ნანა ციხისთავმა წარადგინა სამცხე-ჯავახეთის მხარე.

კონფერენცია „მსოფლიო ფლორენციაში“ 2022 წელს იმართება ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის  პატრონაჟით, რომუალდო დელ ბიანკოს ფონდთან არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.