ამ წუთებში ახალი უმაღლესი სასწავლებლის ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში მიმდინარეობს ეკონომიკის დოქტორის, პროფესორ ნინო ლიპარტელიანის საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოში მეწარმეობის განვითარება (მე-19 საუკუნის დასაწყისი მე-20 საუკუნის პირველი მეოთხედი)“.
ლექციას ესწრებიან ნიუ უნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების, ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტები, სასწავლებლის რექტორატის, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები.
შეხვედრის დასასრულს კი იმართება წიგნის „ქართველი და უცხოელი მეწარმეების სამეურნეო-საქველმოქმედო საქმიანობა საქართველოში“ პრეზენტაცია.