ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების  საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი – ანა მაისურაძე 2022 წლის შემოდგომის სემესტრში იმყოფება ვეხტას უნივერსიტეტში /გერმანია/.

ანა გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას:

„ნიუუნის ფეისბუკ  და ვებ. გვერდის მეშვეობით გავეცანი ინფორმაციას ვეხტას უნივერსიტეტის შემოთავაზებაზე –  გამოცხადა კონკურსი, გავიარე გასაუბრება და აღმოვჩნდი ის იღბლიანი, რომელიც  2022 წელს ისარგებლებდა  გაცვლითი პროგრამით.

ჩემთვის საზღვარგარეთ სწავლის იდეა ძალზე მომხიბვლელი აღმოჩნდა…

1 ოქტომბერს ჩავედი ქალაქ ვეხტაში. დავიწყეთ გერმანული ენის შესწავლა. 17 ოქტომბერს ოფიციალურად დაიწყო სემესტრი და ჩაგვიტარდა საკმაოდ საინტერესო  პირველი ლექცია თანამედროვე სოციალურ საკითხებზე. გარდა ამისა ვსწავლობ კიდევ 3 საინტერესო საგანს.

მყავს ოთახის  მეგობარი გოგონები კოლუუმბიიდან, იაპონიიდან და  მექსიკიდან.

მათთან ერთად ცხოვრება საკმაოდ საინტერესოა. ვეცნობით ერთმანეთის კულტურას, ვუზიარებთ ერთამენთს ჩვენს სურვილებს და მიზნებს… ვფიქრობ საკმაოდ  დატვირთული და  საინტერესო იქნება დარჩენილი თვეები ქალაქ  ვეხტაში‘’.

ანა მაისურაძე მესამე სტუდენტია, რომელიც ახალი უმაღლესი სასწავლებელი -ნიუუნისა და გერმანიის ,,ვეხტას“ უნივერსიტეტს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში იმყოფება გერმანიაში.