საქართველოს მასშტაბით, ყველა სტუდენტი რუსთაველის ეროვნულ თეატრში ფასდაკლებით ისარგებლებს. ფასდაკლება ვრცელდება როგორც დიდ, ასევე მცირე და ექსპერიმენტულ სცენაზე წარმოდგენილ სპექტაკლებზე. ბილეთები, რომლის ღირებულება შეადგენს 5 ლარს, შეზღუდული რაოდენობით იყიდება და მათ შესაძენად სტუდენტური ბარათის წარდგენაა საჭირო.რუსთაველის ეროვნული თეატრი სტუდენტებს სიმბოლურ ფასად, მხოლოდ 1 ლარად სთავაზობს ექსკურსიას თეატრში, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ შენობის, თეატრის ისტორიას, „ქიმერიონს“ უდიდესი მხატვრების ფრესკებით და მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზს, სადაც უნიკალური ფოტომასალა, მაკეტები, კოსტუმები, დეკორაციის ნაწილია წარმოდგენილი. ჯგუფური ექსკურსია, თეატრის მუზეუმთან შეთანხმებით, უნდა დაიგეგმოს არანაკლებ 5 დღით ადრე. უსაფრთხოების მიზნით, ვიზიტორებმა უნდა გაიარონ თერმოსკრინინგი და შენობის სივრცეში გადაადგილდნენ მხოლოდ სამედიცინო პირბადის გამოყენებით.
თეატრის კიდევ ერთი შეთავაზება სტუდენტებს!-„გახდი რუსთაველელი“ თეატრის ერთგულ, აქტიურ მაყურებელს საშუალება ექნება პერიოდულად მონაწილეობა მიიღოს შეხვედრებში, თეატრის მსახიობებთან, რეჟისორებთან..უფრო ახლოს გაეცნოს თეატრალურ ცხოვრებას სცენაზე და სცენის მიღმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელს, ნათია ჩიხიაშვილს – 597 906 597.