ახალი უმაღლესი სასწავლებელი განაგრძობს თბილისის სხვადასხვა სკოლების უფროსკლასელი მოსწავლეებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს.

ამჯერად ნიუ უნის წარმომადგენლებმა თბილისის 24-ე საჯარო სკოლის მე-12 და მე-11 კლასის მოსწავლეებს გააცნეს სასწავლებლის დაარსების ისტორია, ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დღევანდელი სტრუქტურა და არსებული სასწავლო პროგრამები ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია სასწავლებლის წარმომადგენლების სტუმრობამ და მათ, სწავლის პირობების შესახებ, სტუმრებს მრავალი შეკითხვა დაუსვეს.