ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ინიციატივით შედგა საინფორმაციო შეხვედრა, რომელზეც განხილული იყო ინფორმაცია სასწავლო კურსის სილაბუსის, სწავლის შედეგების, მათი მიღწევის დონის შეფასების/შეფასების სისტემის, აპელაციის პროცედურების შესახებ.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია სტუდენტთა წახალისების, სტიპენდიებისა და შეღავათების განსაზღვრის წესისა და სასწავლებელში მოქმედი სტუდენტის ეთიკის კოდექსის შესახებ.
საინფორმაციო შეხვედრას, უძღვებოდა ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი ქ-ნი თამარ კოპალეიშვილი.