საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“, დარგით დაინტერესებულ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ქართულ ენაზე გაიარონ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO)    აკადემიის დისტანციური სწავლების ზოგადი კურსი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ (DL-101GE).

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) სერტიფიკატები, რომელთა საფუძველზეც, შესაძლებლობა მიეცემათ, გაიარონ WIPO-ს აკადემიის სხვა მაღალი საფეხურის კურსები.

კურსზე რეგისტრაციისა და კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქპატენტის ოფიციალურ ვებ-გვერდს: http://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/181/

კურსზე რეგისტრაცია სრულდება 2022 წლის 27 აპრილს.

რეგისტრაციასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში საკონტაქტო პირი: ანა ნაცვლიშვილი, ტელ: 599 484 155).