საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) აცხადებს მიღებას 3-თვიანი სტაჟირების პროგრამაზე. სტაჟიორის მთავარი პასუხისმგებლობაა მონაწილეობა მიიღოს ფონდის პროექტების განხორციელებაში. სტაჟიორი ანგარიშვალდებულია პროექტის მენეჯერსა და ფონდის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან.
სტაჟირების პერიოდი: ა.წ. 20 თებერვალი–20 მაისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი სოციალური/პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით;
- ქართული და ინგლისური ენების სრულფასოვანი ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- სასურველია პროექტებში ტექნიკური და ადმინისტრაციული მონაწილეობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- ფონდის პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმიანობის წარმოება;
- პროექტის მენეჯერის დახმარება ყოველთვიური და კვარტალური აღწერილობითი ანგარიშების შედგენაში;
- ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებული მასალის შეგროვება, თარგმნა (ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური);
- ინფორმაციის დამუშავება-განთავსება;
- ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების აქტივობებზე დასწრება;
- ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების მონაწილეთა კოორდინაცია.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: info@gfsis.org
გთხოვთ პოზიციის დასახელება „სტაჟიორი“ მიუთითოთ ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში.
*გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მაღალი ინტერესის გამო საბუთების მიღების ინდივიდუალურად დადასტურება ვერ მოხდება. დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.
საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2023 წლის 10 თებერვალი, 18:00.
კომენტარები