ინგლისური ენის უფასო საერთაშორისო კურსები Practically Speaking English ერთწლიანი პაუზის შემდეგ ისევ ბრუნდება თბილისში!
ქართველ ახალგაზრდებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა გაიღრმავონ თავიანთი ინგლისური ენის უნარ-ჩვევები.
6 ივნისიდან – 10 ივნისის ჩათვლით კურსებს გაუძღვებიან ამერიკიდან ჩამოსული მოხალისე პროფესორები.
ლექციები ჩატარდება ეფექტური და აპრობირებული მეთოდების გამოყენებით.
როგორც ადრე Practically Speaking English გთავაზობთ 3 დონის კურსებს:
დამწყები
საშუალო
მაღალი დონის კურსებს
მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი დონის კურსი და შესაბამისად გაიარონ ყოველდღიური ინტენსიური სწავლების პროგრამა.
რაც მთავარია, კურსები არის სრულიად უფასო
ლექციები ჩატარდება ფაბრიკაში, ეგნატე ნინოშვილის 8 ნომერში
ლექციებზე დასასწრებად საჭიროა:
დარეგისტრირდეთ ლინკზე – https://bit.ly/3LdosZz
5 ივნისს, ფაბრიკაში, გაიაროთ გასაუბრება ლექტორებთან.
რეგისტრაციის ბოლო თარიღია – 3 ივნისი.
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრი გისურვებთ წარმატებას
კომენტარები