ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგი სწავლის სფეროების და რაოდენობების შესაბამისად:

საერთაშორისო ურთიერთობები:
ასოცირებული პროფესორი –  9 საშტატო ერთეული.
ასისტენტი –  5 საშტატო ერთეული.
ბიზნესის ადმინისტრირება:
ასოცირებული პროფესორი –  3  საშტატო ერთეული.
ასისტენტ-პროფესორი – 2.

ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც  აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი.
ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით.

კონკურსის ვადები:

  • საკონკურსო საბუთების მიღება: 18.04.2022 – 20.04.2022;
  • კონკურსის I ეტაპი – საკონკურსო საბუთების განხილვა – შერჩევა: 26.04.2022 – 27.04.2022;
  • კონკურსის I ეტაპის შედეგების გამოცხადება/კონკურსანტებისათვის გაცნობა: 28.04.2022;
  • კონკურსის II ეტაპი – საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება – /სილაბუსის პრეზენტაცია; საჯარო ლექციის წაკითხვა; სწავლების და/ან კვლევის კონცეფციის წარდგენა /: 29.04.2022; 02.05.2022;
  • კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძა­ნების გამო­ცემა: 04.05.2022;
  • კონკურსის საბოლოო შედეგების საჯაროდ გამოცხადება:არაუგვიანეს 09.05.2022;
  • კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება: შედეგების გამოცხადებიდან 3 კვირის ვადაში.

კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ)  კონკურსანტის ანკეტა (დადგენილი ფორმის მიხედვით);
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
ე) უცხოეთში მიღებული განათლების (აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების) აღიარების დოკუმენტი, გაცემული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ვ)   სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი, შესაბამის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ზ) გამოქვეყნებული შრომების სია ბოლო 5 წლის განმავლობაში;
თ) ავტობიოგრაფია CV;
ი) 1 ფოტო-სურათი 3X4-ზე;
კ) შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს(ებ)ი;
ლ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა;

უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს რომელიც, გამარჯვების შემთხვევაში ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნისთან აფილირების ხელშეკრულებას გააფორმებს;

საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის საქმისწარმოების სამსახურში. სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე. (მისამართი:  თბილისი,   ჭყონდიდელის N56) ან ელექტრონულული ფოსტის მეშვეობით: info@newuni.edu.ge;