2019 წლის 20 ივნისს გაფორმდა მემორანდუმი ახალ უმაღლეს სასწავლებელსა და ბრატისლავას (სლოვაკეთი) პან ევროპულ უნივერსიტეტს შორის, რომლის ფარგლებშიც ახალ უმაღლეს სასწავლებელს აქვს შემდეგი შემოთავაზება პარტნიორი უნივერსიტეტისგან:
ახალი უმაღლესი სასწავლებლის 2 სტუდენტი უფასოდ ისწავლის ბრატისლავას პან-ევროპულ უნივერსიტეტში, 1 სემესტრის განმავლობაში.
პან-ევროპული უნივერსიტეტის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სტუდენტებს საცხოვრებლით:
- საცხოვრებლის ღირებულება მთელი სემესტრის მანძილზე: 550 ევრო
- კვებისა და ყოველდღიური ხარჯებისთვის – 300 ევრო.
- ბილეთის საფასური
მოთხოვნები:
რეიტინგული სტუდენტები (A შეფასებით)
ინგლისური ენის ცონდა – B1 დონე
სტუდენტების გაგზავნის პერიოდი:
2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს:
სართული – 3; ოთახი – 30.
საკონტაქტო პირები: თამთა ხუციშვილი-ბერუაშვილი – 551 222 535
კომენტარები