სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2022 წლის გაზაფხულის ნაკადის ფარგლებში ვაკანსიებზე რეგისტრაცია დაიწყება 28 აპრილს 15:00 საათზე და დასრულდება, 9 მაისს 15:00 საათზე.
ვაკანსიაზე რეგისტრაციისთვის სტაჟირების მსურველ პირს გავლილი უნდა ჰქონდეს აქტივაცია (პირადი ანგარიშის შექმნა), სტაჟირების ვებ გვერდის (stajireba.gov.ge) მთავარ გვერდზე არსებული “აქტივაციის“ პანელის დახმარებით. აქტივაცია შესაძლებელი იქნება 28 აპრილს 10 საათიდან.
* დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს ნომერზე : 2197755;
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრი გისურვებთ წარმატებას


კომენტარები