წიგნის საჯაროს კითხვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სტუდენტები შპს „ქ. თბილისის საშუალო სკოლა ლამპარის“ მოსწავლეებს ეწვივნენ. შეხვედრა წიგნის სიყვარულით სავსე ატმოსფეროში გაიმართა.
ნიუუნის სტუდენტებმა მოსწავლეებთან ერთად წაიკითხეს სხვადასხვა ასაკისთვის შერჩეული საინტერესო და შემეცნებითი წიგნები, იმსჯელეს კითხვის მნიშვნელობაზე პიროვნების განვითარების პროცესში და გაიზიარეს წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.
ღონისძიების დასასრულს ნიუუნის სტუდენტებმა სკოლა ლამპარის მოსწავლეებს, ცოდნისა და მეგობრობის სიმბოლოდ, საჩუქრად გადასცეს წიგნები.
შეხვედრა წვლილს შეიტანს როგორც წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და კულტურის ამაღლებაში, ისე სკოლასა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“
წიგნი ხომ თაობებს აერთიანებს და ქმნის განათლებული მომავლის საფუძველს.


კომენტარები