2026 წლის 20 თებერვალს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში რექტორის, პროფესორ თამარ გარდაფხაძის მოწვევით, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა  უკლანის უნივერსიტეტის (კვიპროსი, ლარნაკა) აკადემიური ხარისხის უზრუნველყოფისა და ერაზმუსის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი კოსმინა თეოდოულოუ.

შეხვედრაზე, სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მხარეებმა იმსჯელეს Erasmus+  ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის, უკლანის უნივერსიტეტის პროფესორების ნიუუნის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში ჩართულობის პერსპექტივებზე, კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან პროგრამაზე უცხოელი სტუდენტების მოზიდვიდვის პერსპექტივებსა და ახალი ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის თაობაზე. სამუშაო შეხვედრა მხარეებს შორის თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა.