საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალგაზრდა ადვოკატთა კომიტეტსა და „ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუნის“ (Newuni) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების განხორციელებაზე, რომელთა მიზანიც სტუდენტთა ინტერესებზე მორგებული თემატური პროგრამების დანერგვაა.
განისაზღვრა თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები:
• ახალგაზრდა ადვოკატთა კომიტეტის მიერ სპეციალურად სტუდენტებისთვის შემუშავებული პროექტების განხორციელება;
• თემატური აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც ხელს შეუწყობს სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარებას;
• სასწავლო პროცესისა და პროფესიული წრეების მჭიდრო კავშირი.
ეს პარტნიორობა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს უქმნის „ნიუნის“ სტუდენტებს, რათა მიიღონ საჭირო ცოდნა და გამოცდილება უშუალოდ ამ სფეროს აქტიური წარმომადგენლებისგან.


კომენტარები