ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სრული დაფინანსებით გამოიცა ნიუუნის პროფესორის დავით გეფერიძისა და აფილირებული ასისტენტის ქეთევან კვიცარიძის ავტორობით მომზადებული სახელმძღვანელო: „საერთაშორისო საჯარო სამართლის გზამკვლევი“, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისა და თანამედროვე საერთაშორისო საჯარო სამართლის საკითხებით დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრისათვის.
გზამკვლევი მკითხველს სთავაზობს საერთაშორისო საჯარო სამართლის ძირითადი პრინციპების, ინსტიტუტებისა და თანამედროვე გამოწვევების ყოვლისმომცველ მიმოხილვას. ნაშრომი მომზადებულია თანამედროვე სტანდარტების მიხედვით და აერთიანებს სფეროს აქტუალურ საკითხებს.
„ნიუუნი“ კვლავაც აგრძელებს საგანმანათლებლო რესურსების განვითარებისა და სტუდენტებისთვის ხარისხიანი ლიტერატურის ხელმისაწვდომობის მხარდაჭერას.


კომენტარები