ახალ უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტთათვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები:
1.პლაგიატის პრევენციის განხილვა. შეხვედრას უძღვებოდა, აფილირებული, ასოცირებული პროფესორი თეა ლორთქიფანიძე.
2. სტუდენტთა ელექტრონული სასწავლო ბაზის გამოყენება.
ახალი უმაღლესი სასწავლებელი აცხადებს რეგისტრაციას ზოგადი ინგლისური ენის უფასო კურსზე აკადემიური პერსონალისთვის, ადმინისტრაციისთვის და სტუდენტებისთვის. კურსის განმავლობაში თანაბარი ყურადღება ექცევა შემდეგი ძირითადი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას: საუბარი, მოსმენა, წერა და კითხვა.
Read Moreოთხშაბათს, 13 მარტს, 13:00 საათზე ახალი უმაღლესი სასწავლებლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „მედიასთან ურთიერთობის თანამედროვე სტანდარტები“. დასწრება თავისუფალია.
Read Moreსაქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორე, საპატრიარქოში თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორებს, სტუდენტებს და თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა.
Read More7 მარტს, 12 საათზე ახალი უმაღლესი სასწავლებლის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის პლაგიატის პრევენციის განხილვის მიზნით.
შეხვედრას წარმართავს სასწავლებლის აფილირებული, ასოცირებული პროფესორი თეა ლორთქიფანიძე
საერთაშორისო საბიბლიოთეკო ქსელის გამოყენებასთან დაკავშირებით დღეს ნიუ უნიში გაიმართა მორიგი შეხვედრა. შეხვედრას უძღვება ახალი უმაღლესი სასწავლებლის ასოცირებული პროფესორი გიორგი კაკაშვილი.
Read Moreსაქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან არსებული ბიბლიოთეკართა ორკვირიანი სასწავლო კურსი გაიარა ახალი უმაღლესი სასწავლებლის ორმა თანამშრომელმა, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მათ გადაეცათ სერტიფიკატები.
Read Moreსასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებს მიულოცეს გაზაფხულის სემესტრის დაწყება და უსურვეს წარმატებები.
Read Moreახალ უმაღლეს სასწავლებელში გაზაფხულის სემესტრის დაწყებასთან დაკავირებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც უძღვება ნიუ უნის რექტორი, პროფესორი თამარ გარდაფხაძე. შეხვედრას ესწრებიან სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
Read Moreლიეტუვისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ თემაზე გამოცხადდა ესეების კონკურსი. ესეები უნდა დაიწეროს ინგლისურ ენაზე, ხოლო მათი გაგზავნის ბოლო ვადა 2019 წლის 5 აპრილია (ქართველმა სტუდენტებმა ესეები უნდა გაუგზავნონ ლიეტუვის საელჩოს საქართველოში).
Read More
კომენტარები