ამ წუთებში ახალი უმაღლესი სასწავლებლის საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „მედიასთან ურთიერთობის თანამედროვე სტანდარტები“, რომელზეც საუბარია მედიის, როგორც პოლიტიკური პროცესების მნიშვნელოვანი ინსტიტუტის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ მედიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა, რადგან თანამედროვე მედია საკმაოდ დიდ როლს ასრულებს საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში, ის გავლენას ახდენს პოლიტიკურ დღის წესრიგზე და ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სახელმწიფოს მშენებლობაში.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის საჯარო ლექციას ესწრებიან ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორატის და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის სპეციალობის სტუდენდები და პროფესორები.